ორსულობა და კვება

ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის, ნაყოფის სრულყოფილი ზრდა-განვითარებისა და მშობიარობის ნორმალური წარმართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს რაციონალური კვება წარმოადგენს. რომელ პროდუქტებს უნდა ერიდოს მომავალი დედა და რა ჩართოს თავის რაციონში?

ორსულის რაციონის აუცილებელი კომპონენტია კალციუმით მდიდარი საკვები. კალციუმის შეწოვასა და ათვისებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს D ვიტამინი, ამიტომ აუცილებელია სუფთა ჰაერზე სეირნობა და მზის აბაზანების მიღება. ორსულმა ყოველდღე უნდა ისეირნოს.

ალბათ, გსმენიათ, რომ ორსულები კბილების გაფუჭებას უჩივიან. საქმე ის არის, რომ ორსულობისას კალციუმის დეფიციტის გამო მინანქარი ზიანდება, მყიფე და მტვრევადი ხდება. ყოველივე ამის გამო ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ კბილებსა და ღრძილებს. როგორც კი იგრძნობთ, რომ პირის ღრუში პრობლემებმა იჩინა თავი, სტომატოლოგს მიმართეთ, საქმე კბილების სერიოზულ დაზიანებამდე რომ არ მიიყვანოთ.

გაითვალისწინეთ, ორსულმა, ასევე თვალყური უნდა ადევნოს საკუთარ წონას, რადგან დედის ზედმეტმა კილოგრამებმა, შესაძლოა, ბავშვის ჯანმრთელობასაც ავნოს.

საკვების მიღების შემდეგ აუცილებელია აქტიური დასვენება. ორსულმა ვახშამი უნდა მიიღოს დაძინებამდე 2-3 საათის ადრე მაინც.

ორსული უნდა მოერიდოს: